Tuesday, May 23, 2023


შევადგინოთ მოთხრობა ან ზღაპარი ნახატის მიხედვით იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა სახელად ნუცა რომელსაც ძალიან უყვარდა მცენარეები. ერთ დღეს მამამისმა ნუცას ვაშლის ხის ნერგი მოუტანა. გოგონას ძალიან გაუხარდა და შეჰყვირა: -რა კარგია, გმადლობ მამიკო! გავალ გარეთ და დავრგავ არ დამეხმარები?-იკითხა გოგონამ. -რა თქმაუნდა დაგეხმარები შვილო.-უპასუხა მამამ. გავიდნენ გარეთ ამოთხარეს ორმო, ჩადეს შიგ ნერგი, მიწა მიაყარეს და წყალი დაუსხეს. გოგონა ძალიან კარგად უვლიდა ხეს. ხეც გაიზარდა და ერთხელაც მოისხა ნაყოფი. გოგონამ ეს, რომ შენიშნა სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექნა, დახტოდა, დარბოდა ხის გარშემო ტრიალებდა და ყვიროდა: -არაჩვეულებრივია! შესანიშნავია! მან ნაყოფი მოისხა! გოგონას ენანებოდა ვაშლის ხის ნაყოფი და არ კრეფდა. დედ-მამა აფრითხილებდნენ რომ თუ არ მოკრეფდა ვაშლს მოვიდოდა ზამთარი და დალპებოდა მაგრამ ნუცა ძალიან გაჯიუტდა და ნაყოფი არ მოკრიფა. დადგა ზამთარი... გოგონას ჯერ კიდევ არ მოეკრიფა ვაშლი. ვაშლის ხის ნაყოფი მართლაც დალპა. გოგონა ძალიან დაღონდა. ერთ დღესაც ნუცამ ჩაიცვა ქურთუკი დაიხურა ქუდი, გავიდა, მივიდა ხესთან და თავისთვის ჩაილაპარაკა: -მე ამიერიდან აღარ დავტოვებ ვაშლს მოუკრეფავს! ნუცა ამის შემდეგ მართლაც, კრეფდა მწიფე ნაყოფს. მარიამ ჟამურელი 9 წლის

Sunday, May 7, 2023

სასწავლო აქტივობა- ,,მინი მუზეუმი სკოლაში"


სასწავლო აქტივობა ,,მინი მუზეუმი სკოლაში"პრეზენტაცია ერთი ჯგუფის მიერ. დედაენის დღესთან დაკავშირებული აქტივობები:

პროექტი ,,ხელმარჯვე ოსტატები"


შემაჯამებელი ქვიზი პირველი კლასისთვის