Sunday, May 7, 2023
პროექტი ,,ხელმარჯვე ოსტატები"
პროექტის სახელწოდება: ხელმარჯვე ოსტატები
პროექტის ავტორი : მაია ტეფნაძე
სკოლის დასახელება: 84-ე საჯარო
სკოლის მისამართი:
პროექტის ავტორის ტელეფონი და ელ.ფოსტა: ტ: 577 33 86 49
maikotefnadze@gmail.com
პროექტის აქტუალურობა: საზოგადოების ეკოლოგიური განათლების დაბალი დონე,( ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური კვლევების შედეგები) , ყოველდღიურ ცხოვრებაში თვალით ნანახი ,,მაგალიტები.“
პრობლემის ანალიზი: ნარჩენები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ, ქმნიან ეკოლოგიურ პრობლემას. ნაგავი საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას,გაფუჭებული ნაგავი გამოჰყოფს მავნე აირებს,ნიადაგში წვიმის წყლით ჩარეცხილი კი უერთდება წყალს.ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის მიზანი: უსარგებლო ნივთების საჭირო ნივთებად გადაქცევა(შექმნას ნამუშევრები მეორადი ნივთებისაგან) ; სუფთა და ჭუჭყიან გარემოს შორის განსხვავების დანახვა
საგნობრივი სტანდარტები: ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა.
• ზრუნავს საკლასო ოთახის და საცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე
ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
• იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
ს.გ.IV.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლინოს მათი შესაძლებლობები.
• ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს (თასები, მძივები, სათამაშოები, და სხვ.) სხვადასხვა მასალით (ქსოვილი, მუყაო, მავთული, მეორადი რესურსები).
ს.გ.IV. 5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.
• გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
• იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
ს.გ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
• მუშაობის ორიგინალურობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
• ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
• დროისა და სამუშაო სატვირთვის ეფექტური განკარგვა;
პროექტის ამოცანები:
უსაფრთხოების წესების დაცვის არსებული დონის დადგენა
ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
ნამუშევრების შექმნის ორგანიზება
შედეგების გაცნობა
პროექტის განხორციელების წინაპირობები:
როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილება?
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თვითონ?
რა ფაქტორების გამო შეიძლება დადგეს სამყარო ეკოლოგიური საფრთხის წინაშე?
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: 9-10 წელი; IV კლასის მოსწავლეები, მშობლები
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:
მშობელთა კრება-მიზნების გაცნობა;
ჯგუფების შექმნა;
რესურსების მოძიება;
ეზოს დასუფთავება-დახარისხება;
ნამუშევრების გაკეთება;
ბუკლეტების დამზადება;
პრეზენტაცია-ნამუშევრების გამოფენა;
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
• მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი;
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები საქ მიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმებელი მოსწავლეები საქმიანობის შესაბამისი რესურსები
1 რესურსების მოძიება
სურათების გადაღება,
პარკები, ხელთათმანები
2 ეზოს დასუფთავება;
სურათების გადაღება,
ფურცლები, კომპიუტერი
ციფრული აპარატი
3 ნარჩენების დახარისხება
სურათების გადაღება,
ინტერნეტი,
ბიბლიოთეკა
4 სტატიაზე მუშაობა ბუკლეტის დამზადება
სურათების გადაღება,
თაბახის ფურცლები, კედლის გაზეთი
5 ნამუშევრების გაკეთება
სურათების გადაღება,
ყველა რეზინის ხელთათმანები, პარკები,ნარჩენები, წებო, მაკრატელი.....
6 პრეზენტაცია
პროექტზე მუშაობის პროცესში თვითშეფასება და ურთიერთშეფასება;
კოლაბორაციული შეფასება
I ჯგუფი 5-ჯგუფურ შეხვედრებზე ყოველთვის მომზადებულია,აქტიურად თანამშრომლობს სხვა წევრებთან და ბევრს მუშაობს
3-ჯგუფურ შეხვედრებზე ძირითადად მომზადებულია, ეხმარება ჯგუფის წევრებს დავალების შესრულებაშ
1-იშვიათად მოდის მომზადებული ჯგუფურ შეხვედრებზე, ზოგჯერ რთულია მასთან მუშაობა, უმნიშვნელო დახმარებას უწევს ჯგუფის წევრებს
ჯგუფის წევრები ინდივიდეალური პასუხისმგებლობები თვითშეფასება თანატოლთა შეფასება მასწავლებლის შეფასება
საბა მუშაობდა გამოუსადეგარი ნივთების შეგროვებაზე 5 3 1 5 3 1 5 3 1
ლუკა მუშაობდა ნივთების დახარისხებაზე 5 3 1 5 3 1 5 3 1
მარიამი მუშაობდა სტატიაზე ,,რა ზიანი მოაქვს ნაგავს“ 5 3 1 5 3 1 5 3 1
ნია იღებდა სურათებს 5 3 1 5 3 1 5 3 1
ნინი იძიებდა მასალას თუ რა შეიძლება გაკეთდეს გამოუსადეგარი ნივთებისაგან 5 3 1 5 3 1 5 3 1
ვ-მ-ვ
რა ვიცი
ეკოლოგიის შესახებ რა მინდა ვიცოდე
ეკოლოგიის შესახებ რა ვისწავლე
ეკოლოგიის შესახებ
• ადამიანებს ჰაერი სჭირდებათ.
• ჰაერი უნდა იყოს სუფთა
• გარემო უნდა დავასუფთაოთ
• რას ნიშნავს ეკოლოგია?
• რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს?
• რა შეგვიძლია გავაკეთეთოთ ჩვენ?
• როგორ ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავისათვის?
. მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში.
შესწავლის მეცნიერება .ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს
ჩვენ შეგვიძლია ნაგავი ურნაში ჩავყაროთ.
.გონივრულად გამოვიყენოთ არსებული რესურსი; შევიმუშაოთ და დავიცვათ გარემოს დაცვის წესები
ავღწერე გამოუსადეგარი ნივთები
ავღწერე რა შეიძლება გაკეთდეს გამოუსადეგარი ნივთებისაგან
ავღწერე რამდენად სჯობს სუფთა გარემო დაბინძურებულ გარემოს
მოვიძიე მასალა,რა შეიძლება გაკეთდეს გამოუსადეგარი ნივთებისაგან
გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.
აღვწერე რით ჰგავს გამოუსადეგარი ნივთი ახალ ნივთს
ჩემს გაკეთებულ ნივთებს გადავუღე სურათები
გავაკეთე გამოფენა
ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო
დაბინძურებული და სუფთა გარემოს შედარება
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
შესაძლოა რომელიმე ბავშვმა ხელი გაიჭრას მინის ნატეხზე, ან გაიკაწროს... რისკების თავიდან აცილების მიზნით მივამაგრო თითოეულ ჯგუფს თითო მშობელი. წინასწარი საუბარი უსაფრთხოების მიზნით, რეზინის ხელთათმანების, აფთიაქისა და სხვა საჭირო საშუალებების მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები:
გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი სისუფთავის მიმართ;
სუფთა ეზო;
შექმნილი ნამუშევრები;
გამოფენა;
ბუკლეტის შექმნა;ბუკლეტი.doc
გაიზრდება სკოლის ავტორიტეტი საზოგადოებაში და შესაბამისად მშობელთა ჩართულობა;
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო : ერთი კვირა
რეფლექსია : ამ პროექტით ბავშვებმა ისწავლეს, რომ ნარჩენები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ, ქმნიან ეკოლოგიურ პრობლემას. გაიგეს, თუ როგორ მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა, რომ ყველა ნარჩენი ფუჭად გადაყრილი რესურსია. ნარჩენი, რომელსაც თავიდან ვიშორებთ, შესაძლებელია ეფექტურად იქნეს გამოყენებული. დაინახეს განსხვავება სუფთა და ჭუჭყიან გარემოს შორის,პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა თანამშრომლობის, კომუნიკაციის, გარემოზე ზრუნვის, კრეატიულობის, კლასიფიცირების, პრაქტიკულობის, შრომისმოყვარეობის და სხვა უნარები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment