Tuesday, May 23, 2023


შევადგინოთ მოთხრობა ან ზღაპარი ნახატის მიხედვით იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა სახელად ნუცა რომელსაც ძალიან უყვარდა მცენარეები. ერთ დღეს მამამისმა ნუცას ვაშლის ხის ნერგი მოუტანა. გოგონას ძალიან გაუხარდა და შეჰყვირა: -რა კარგია, გმადლობ მამიკო! გავალ გარეთ და დავრგავ არ დამეხმარები?-იკითხა გოგონამ. -რა თქმაუნდა დაგეხმარები შვილო.-უპასუხა მამამ. გავიდნენ გარეთ ამოთხარეს ორმო, ჩადეს შიგ ნერგი, მიწა მიაყარეს და წყალი დაუსხეს. გოგონა ძალიან კარგად უვლიდა ხეს. ხეც გაიზარდა და ერთხელაც მოისხა ნაყოფი. გოგონამ ეს, რომ შენიშნა სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექნა, დახტოდა, დარბოდა ხის გარშემო ტრიალებდა და ყვიროდა: -არაჩვეულებრივია! შესანიშნავია! მან ნაყოფი მოისხა! გოგონას ენანებოდა ვაშლის ხის ნაყოფი და არ კრეფდა. დედ-მამა აფრითხილებდნენ რომ თუ არ მოკრეფდა ვაშლს მოვიდოდა ზამთარი და დალპებოდა მაგრამ ნუცა ძალიან გაჯიუტდა და ნაყოფი არ მოკრიფა. დადგა ზამთარი... გოგონას ჯერ კიდევ არ მოეკრიფა ვაშლი. ვაშლის ხის ნაყოფი მართლაც დალპა. გოგონა ძალიან დაღონდა. ერთ დღესაც ნუცამ ჩაიცვა ქურთუკი დაიხურა ქუდი, გავიდა, მივიდა ხესთან და თავისთვის ჩაილაპარაკა: -მე ამიერიდან აღარ დავტოვებ ვაშლს მოუკრეფავს! ნუცა ამის შემდეგ მართლაც, კრეფდა მწიფე ნაყოფს. მარიამ ჟამურელი 9 წლის

Sunday, May 7, 2023

სასწავლო აქტივობა- ,,მინი მუზეუმი სკოლაში"


სასწავლო აქტივობა ,,მინი მუზეუმი სკოლაში"პრეზენტაცია ერთი ჯგუფის მიერ. დედაენის დღესთან დაკავშირებული აქტივობები:

პროექტი ,,ხელმარჯვე ოსტატები"


შემაჯამებელი ქვიზი პირველი კლასისთვის

Sunday, September 9, 2018

         ძვირფასო მოსწავლეებო,  გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 
 ეს არის სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო პერიოდი და გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.
მსურს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩვენს პირველკლასელებსა  – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
სწორედ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება. 
გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული





Monday, February 1, 2016




საახალწლოდ მშობლებმა კლასს ასეთი ლამაზი ნაძვის ხე აჩუქეს.მადლობა მათ. განსაკუთრებით ზაზუკას დედიკოს.

Thursday, September 10, 2015

მოგესალმებით, ძვირფასო პირველკლასელებო!

  ფეხბედნირი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს ოჯახში.  ვეცდები, რომ სწავლა სახალისო და საინტერესო გახდეს თქვენთვის. დიდი სურვილი მაქვს, რომ სიხარულით მოდიოდეთ სკოლაში. გენატრებოდეთ ერთმანეთი და მასწავლებლები. მინდა, რომ თქვენი მშობლები ყოველ დღე ხედავდნენ, თუ როგორი ჭკვიანები ხდებით,  როგორ თავისუფლად აზროვნებთ და გაქვთ საკუთარი შეხედულებები.
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ეს მწერალი პირველი დედაენის შემქმნელია.




Friday, February 28, 2014

,,დავასუფთავოთ გარემოს" ფარგლებში,კლასის დასუფთავებაში მშობლებს ბავშვებიც ხალისით ეხმარებოდნენ

Thursday, February 20, 2014

ჩემი სიხარულები

http://animoto.com/play/9C1p0C0PgnECSBtKyen82w

Saturday, February 8, 2014

ჩემი კლასი

მე ჩემი ბავშვების ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემი კლასი ჩემი ბედნიერება და სიამაყეა. ჩვენ გვიხარია ერთმანეთთან შეხვედრა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე გვენატრება ერთმანეთი. ჩემი ბავშვები ხალისით ასრულებენ საშინაო და საკლასო დავალებებს. ჩართულნი არიან სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში.  ეხმარებიან და ზრუნავენ ერთმანეთზე.

ცეკვავენ, მღერიან, ხატავენ...არიან თბილები, მოსიყვარულეები, მეგობრულები და ცელქები...

გასართობ ცენტრში ,,ბემბი" ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს


მხიარული ჯამბაზის გამოჩენამ კიდევ უფრო გაამხიარულა ბავშვები




შეჯიბრი ცეკვაში  თანაბარი ანგარიშით დამთავრდა




ძალების აღსადგენად გემრიელად მიირთვეს



საახალწლო ღონისძიებაც მხიარული გამოვიდა


 
             


http://animoto.com/play/9C1p0C0PgnECSBtKyen82w








ზღაპრული ალადინი და სალამურა კარგი მეგობრები არიან







II სემესტრი


როგორც ყველა ბავშვს, მათაც ძალიან უყვართ  ხატვა. ბავშვების ნამუშევრებისათვის ცალკე გვაქვს მხიარული და საინტერესო კუთხე  



კლასის საათები

  1. მეგობრობა;






ჩემი მეგობრის პორტრეტის შექმნას   განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ