Sunday, September 9, 2018

         ძვირფასო მოსწავლეებო,  გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 
 ეს არის სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო პერიოდი და გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.
მსურს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩვენს პირველკლასელებსა  – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
სწორედ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება. 
გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული





Monday, February 1, 2016




საახალწლოდ მშობლებმა კლასს ასეთი ლამაზი ნაძვის ხე აჩუქეს.მადლობა მათ. განსაკუთრებით ზაზუკას დედიკოს.

Thursday, September 10, 2015

მოგესალმებით, ძვირფასო პირველკლასელებო!

  ფეხბედნირი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს ოჯახში.  ვეცდები, რომ სწავლა სახალისო და საინტერესო გახდეს თქვენთვის. დიდი სურვილი მაქვს, რომ სიხარულით მოდიოდეთ სკოლაში. გენატრებოდეთ ერთმანეთი და მასწავლებლები. მინდა, რომ თქვენი მშობლები ყოველ დღე ხედავდნენ, თუ როგორი ჭკვიანები ხდებით,  როგორ თავისუფლად აზროვნებთ და გაქვთ საკუთარი შეხედულებები.
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ეს მწერალი პირველი დედაენის შემქმნელია.